Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge |  „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი სასტუმრო  ხვალ გაიხსნება
GBC news
24 August 2016, 14:02

თბილისი (GBC) – თბილისში, თავისუფლების მოედანზე N4,  ახალი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel-ი იხსენება. 

გახსნის ღონისძიება 25 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება.

სასტუმრო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, ისრაელური კერძო ინვესტიციით შეიქმნა. მისი ინტერიერი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებს ეფუძნება.

მენეჯმენტის ცნობით, სასტუმროს ნომრები უკვდავი პოემის გმირებისა და უცხო ენაზე ცნობილი მთარგმნელების სახელს ატარებს, ინტერიერში  მთავარი ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველისა და ტარიელის მსხვილ, ქვაში გამოსახულ პორტრეტებს, ერთ-ერთი კედელზე კი, განთავსებულია ასევე ქვაზე, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, ებრაული) შესრულებული რუსთველის აფორიზმები.

 სასტუმროში  შიდა ორ სვეტზე სპეციალურ საცავში განთავსებულია ბიბლიის ხუთწიგნეულის უძველესი გამოცემა და ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი. მოეწყო,  ბიბლიოთეკაც, სადაც სტუმარს შეეძლება გაეცნოს ლიტერატურას საქართველოსა და ისრაელის შესახებ, ვეფხისტყაოსნის უცხოურ თარგმანებს, კლასიკოსების შემოქმედებას, ხოლო მონიტორეზე იტრიალებს ვიდეორგოლები საქართველოს კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, მცირე ბუტიკ-სასტუმროს შექმნისთვის 3,5 მილიონი აშშ  დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ეგიდით თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების ხუთი პროექტი მიმდინარეობს. ხუთივე პროექტის ჯამური ინვესტიცია $100 მლნ დოლარს აღწევს.

 

 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი